გიორგი კვირიკაშვილი: მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სამართლიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები

2016 წლის არჩევნები კიდევ უფრო წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ბოლოდროინდელი რამდენიმე არჩვენების შემდეგ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მას კითხვა დაუსვეს, NDI-ის მიერ ჩატარებულ ბოლოდროინდელ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე.
“არ ვიცი, რას ემყარება ასეთი კვლევები. თვითონ NDI-ი არის მართლაც მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზიაცია. საკმაოდ ეჭვს იწვევს იმ კომპანიების მიერ ჩატარებული სამუშაო, რომელიც ჩატარდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რეცეპტორები, რომლებიც სხვა შეგრძნებებს იძლევა საზოგადოებრივი სურათის და მხარდაჭერების, თუმცა მომავალი წინ არის. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სამართლიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები და რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგი იქნება ყველაზე კარგი დამადასტურებელი იმ მხარდაჭერის, რომელიც ჩვენს მთავრობას ექნება. ეს არჩევნები აბსოლუტურად განსხვავებული იქნება იმ კუთხით, რომ კიდევ უფრო წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ბოლოდროინდელი რამდნეიმე არჩვენების შემდეგ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მეც ძალიან შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო
შემდეგი სტატიაბატონი გიორგი გამორჩეულია სხვა მინისტრებს შორის, რომელსაც არასდროს ჰქონია ოპოზიციასთან ურთიერთობის კომპლექსი