გიორგი კვირიკაშვილი კარელიაში დაღუპული მოზარდების მშობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში, კარელიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ რუსეთში, კარელიაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რამაც მოზარდების სიცოცხლე იმსხვერპლა. თანაგრძნობას ვუცხადებ მოზარდების მშობლებსა და ოჯახებს“,-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში ნავებით გასეირნების დროს 15 ბავშვი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკური პარტია 50-მდე წევრმა დატოვა
შემდეგი სტატიამზის ელემენტებზე მყოფმა თვითმფრინავმა Solar Impulse 2-მა ატლანტიკის გადალახვა დაიწყო