გიორგი კვირიკაშვილი : კახი კალაძე ისეთივე აღშფოთებული იყო კორცხელის ინცინდენტით, როგორც ყველა ჩვენგანი

კახი კალაძე ისეთივე აღშფოთებული იყო კორცხელის ინცინდენტით, როგორც ყველა ჩვენგანი _ ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “გურია ნიუსის” კითხვას, პრეზიდენტის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომელიც მიიჩნევს, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროს კახა კალაძეს.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა შესაბამისი ინსტიტუტი არის ჩართული ძიების პროცესში და არ უნდა მოხდეს ინსტიტუტების დისკრედიტაცია.

„ამისთვის არსებობენ ქვეყანაში ინსტიტუციები, არსებობს გამოძიება. გამოძიება მიმდინარეობს, ადამიანებს წაყენებული აქვთ ბრალი.

კახი კალაძე ისეთივე აღშფოთებული იყო ამ ინცინდენტით, როგორც ყველა ჩვენგანი. დანარჩენი, სასამართლოს, პროკურატურის და იმ ინსტიტუციების საქმეა, რომლებიც ამაში არიან ჩართული”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა “გურია ნიუსს”.

banner
წინა სტატიაშიამბასადორიალზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები განიხილეს
შემდეგი სტატიამესტიის მუნიციპალიტეტს განახლებული სპორტსკოლა ექნება