გიორგი კვირიკაშვილი ჯონ მაკკეინს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. აშში-ს სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორ ჯონ მაკკეინთან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებასა და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული სიტუაციას.

გიორგი კვირიკაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ გაკეთებული ჩანაწერის მნიშვნელობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
სენატორ მაკკეინის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი გვერდით უდგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გლობალური უსაფრთხოების დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს მიერ მიერ შეტანილ წვლილსაც.
სენატორის თქმით, საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის.

banner
წინა სტატიაშიპროვოკაციული განცხადება-ჯანელიძე ლუჟკოვის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი დღეს ზუგდიდს ეწვევა