გიორგი კვირიკაშვილი იტალიაში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ქვეყნის ხელისუფლებას მიუსამძიმრა. ამის შესახებ განცხადება კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის გახსნისას გააკეთა:

“იტალიაში მოხდა ძლიერი მიწისძვრა, პერუჯასთან ახლოს. არის მსხვერპლიც, არის მნიშვნელოვანი ნგრევა. მინდა ვისარგელობა შემთხვევით და სამძიმარი გამოვუცხადო იტალიის მთავრობას და ხალხს ტრაგიკული ფაქტის გამო, ვთხოვო საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ სასწრაფო კომუნიკაცია დაამყაროს იმისათვის, რომ შესაძლო დახმარების გაწევის პროცესში, საქართველომაც მიიღოს რაღაც მოკრძალებული წვლილი,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტრომ კიდევ 17 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დააფინანსა
შემდეგი სტატიაიტალიაში, მიწისძვრისას გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა