გიორგი კვირიკაშვილი : გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს შორის დანაშაულის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მიგრანტთა ყველა ჯგუფთან შედარებით

გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მოქალაქეებს შორის დანაშაულის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ამ ქვეყანაში მცხოვრებ მიგრანტთა ყველა ჯგუფთან შედარებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილესთან, აშიშ კუმარ სენ-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რა ნაბიჯებს დგამს საქართველო ორგანიზებული დანაშაულის გამო გერმანიის მიერ გამოთქმულ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც გახდა საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შემოღების შეჩერების მიზეზი, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო იყო და არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ევროკავშირის ერთგული, უნარიანი და სანდო პარტნიორი.

”კრიმინალთან საბრძოლველად ბოლო ორი წლის განმავლობაში გერმანიამ და საქართველომ გააღრმავეს თანამშრომლობა და კონკრეტული შედეგები უკვე სახეზეა. გერმანიაში მცხოვრები ქართველ მოქალაქეებს შორის დანაშაულის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ამ ქვეყანაში მცხოვრებ მიგრანტთა ყველა ჯგუფთან შედარებით. ასე რომ, საქართველოსა და გერმანიას შორის მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის შემოღება არ წარმოადგენს არავითარ რისკს დანაშაულებრივი მოქმედებების ზრდის მხრივ.

ბოლო წლებში საქართველო ასევე წარმატებით ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს შინ. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაფართოებთ თანამშრომლობას ამ საკითხებზე გერმანიასა და სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა აღმოვფხვრათ ქსელური დანაშაულებრივი საქმიანობის რისკები”, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგალის რაიონიდან მოსწავლეებმა ადმინისტრაციული საზღვარი უპრობლემოდ გადმოლახეს
შემდეგი სტატიაუკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება ამოქმედდა