გიორგი კვირიკაშვილი: ევროპული მომავალი ქართველი ერის ისტორიულ, გაცნობიერებულ და შეუქცევად არჩევანს წარმოადგენს

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პირისპირ შეხვედრა, ცოტა ხნის წინ დასრულდა რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი ბრიფინგი მართეს. საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ კანცლერთან შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის თემა განიხილეს.

“ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდეგ ვიზალიბერლაიზაცია უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ამისთვის ჩვენ 2013 წლის შემდეგ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, გავაძლიერეთ როგორც საკანონმდებლო, ასვე ინსტიტუციური შესაძლებლობები, რათა ევროპამ თავი დაცულად იგრძნოს მაშინ, როცა საუბარია უვიზო მიმოსვლაზე საქართველოდან. გავაძლიერეთ თანამსრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის, განვათავსეთ პოლიციის ატაშე ჩვენს საელჩოში. აქ ვიზიტით იმყოფება შს მინისტრი, ეს ყველაფერი მოწმობს ჩვენ შესაბამის სამსახურებს შორის თანამშრომლობაზე, რომელმაც შედეგი გამოიღო.

“ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროპა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ თუმცა ამაყად ვდგავართ ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიასნის გვერდით სხგადასხვა საერთაშორისო მისიებში და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ჩვენ მტკიცედ ვახორციელებთ ნატოში ინტერგარიიც ნაბიჯებს.

“ევროპული მომავალი ქართველი ერის ისტორიულ, გაცნობიერებულ და შეუქცევად არჩევანს წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ამ გზაზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ და ჩვენ აევე ვისაუბრეთ იმ კონფლიქტებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს და საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ მდგომარეობაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში დიდ როლს თამაშობს გერმანია,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი: ნატო-სთან დაკავშირებით კარგი გადაწყვეტილება ვიპოვეთ
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი: ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან