გიორგი კვირიკაშვილი: დრო მუშაობს იმის წინააღმდეგ, რომ ქართველებმა აფხაზები და ოსები დაიბრუნონ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი შერიგების პოლიტიკის მაქსიმალურად გაძლიერება იქნება.

კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება უნდა ეცადოს, რომ აფხაზ და ოს ხალხთან შერიგების კუთხით გაბედული ნაბიჯები გადადგას.

პარლამენტში ფრაქცია “თავისუფალ დემოკრატებთან” შეხვედრაზე კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის წარმატეტები, რაც ქვეყანას ექნება , ხელმისაწვდომი უნდა იყოს აფხაზებისა და ოსებისთვის.

“ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ნაბიჯები შერიგების პოლიტიკის მიმართულებით, ვეცადოთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაბედული ნაბიჯები გადავდგათ, დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ. დრო მუშაობს იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანებმა ერთმანეთი დაიბრუნონ, იმის წინააღმდეგ, რომ ქართველებმა დაიბრუნონ აფხაზები და ოსები. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თამამი ნაბიჯები გადავდგათ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განწყობას, რომ ყველა ის სიკეთე, რომელიც ქვეყანაში იქნება შექმნილი, ხელმისაწვდომი იქნება უპირველესად ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“უმთავრესი, რისი მიღწევაც გვსურს არის ის, რომ მოსახლეობაში დამკვიდრდეს სამართლიანობის განცდა”
შემდეგი სტატია“იმედია, ეს თქვენი სამაგიდო წიგნი გახდება” – აბაშიძემ კვირიკაშვილს კოალიციის საარჩევნო პროგრამა გადასცა