გიორგი კვირიკაშვილი: დღეიდან საქართველოსთვის ევროპული ბაზარი აქტიურად გაიღო

დღეიდან საქართველოსთვის ევროპული ბაზარი აქტიურად გაიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, საქართველო უკვე ევროპული წესრიგის ნაწილი გახდა.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი რიგი რეგულაციები, მთელი რიგი შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის, მათ შორის ევროპულ ბაზარზე. თუ დღემდე იყო პირობითი დაშვება საქართველოსი ევროპულ ბაზარზე, დღეიდან უკვე აქტიურად ღიაა ეს ბაზარი, თუმცა ჩვენ მოგვიწევს მუშაობა სხვდახვვა რეგლამენტების შექმნის კუთხით, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც ევროპულ ბაზარს აქვს. პოლიტიკური კუთხით გავაგრძელებთ იმ რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც გვაქვს და სულ ახლო მომავალში ჩვენ შევათანხმებთ სამ წლიან გეგმას ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე. რაც შეეხება სარგებელს, რომელსაც საქართველო ელოდება, ეს იქნება ვიზალიბერალიზაცია და მე ძალიან დიდი იმედია მაქვს, რომ ძალიამ მალე დავასრულებთ ამ პროცესს“, – განცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავსტრიამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა
შემდეგი სტატიადარიალის ხეობაში გზის აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს