გიორგი კვირიკაშვილი: დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება მთავრობის ღირსების საკითხია

ჩვენი მთავრობის ღირსების საკითხია, რომ შევძლოთ მართლაც დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარდება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმი, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.

„რამოდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ჩვენი მოწოდებაა, საპარლამენტო არჩევნები მაქსიმალურად მშვიდობიან გარემოში და ღირსეულად ჩავატაროთ. ამ მოწოდებას მინდა დავამატო შემდეგი – მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთბთ, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით ოპოზიციისთვის, იყოს მაქსიმალურად უზურნველყოფილი. რა თქმა უნდა, მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა სახელმწიფო მოხელეებს, მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული ყველა კითხვის ნიშანი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არაერთ საერთაშორისო დონეზე გამოითქვა თხოვნა საერთაშორისო პარტნიორებისადმი, რომ საქართველოში საარჩევნოდ მაქსიმალურად ბევრი დამკვირვებელი ჩამოვიდეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი შსს-ს დავით გერლიანის დაკავებისთვის მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი: სამწუხაროა, როცა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ხდება გამოძიების დაწყების საფუძველი