გიორგი კვირიკაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრას მართავენ – დახვედრის ცერემონია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირველად ეწვია.
სომეხ კოლეგას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.
გიორგი კვირიკაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი ამ წუთებში პირისპირ შეხვედრას მართავენ, მოგვიანებით კი, მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელსაც საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს მეუღლესთან, ანა ჰაკობიანთან ერთად სტუმრობს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : საკანონმდებლო ორგანო ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმის მიმდინარეობას თვალს ადევნებს
შემდეგი სტატიაბრალდებულ გ.ჯ.–ს ოჯახის განცხადება