გიორგი კვირიკაშვილი: მე და კახი კალაძე ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პირველ ვიცე-პრემიერად დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშვნის საკითხზე განმარტება გააკეთა.

“ეს იმით არის გამოწვეული, რომ მე და კახი კალაძე ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში და ეკონომიკურ გუნდს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია. ამიტომ, ყველანაირი მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არის უადგილო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისათვის, პირველ ვიცე-პრემიერად გუშინ დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ
შემდეგი სტატიაპატრიარქმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა