გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენთვის უცხო არ არის არც ერთი მოქალაქის გაჭირვება და ტკივილი

“ყველასთვის საყვარელი ადამიანი, რომელიც სულ პოზიტივზეა აგებული. რომლისთვისაც ამ რაიონის არცერთი პრობლემა უცხო არ არის.სწორედ ამიტომ, ბატონი თემური უნდა წარმოადგენდეს თქვენს რაიონს,”- ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.

“ჩვენთვის უცხო არ არის არცერთი მოქალაქის გაჭირვება, ტკივილი. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და რა თქმა უნდა, ვგრძნობთ, რახდება ქვეყანაში.“ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც სიძულვილზე არ არის დაფუძნებული. ჩვენი პარტია არისსიყვარულზე, გაერთიანების იდეაზე ორიენტირებული. გავიარეთ ეს დაპირისპირების პროცესი, აღარ არის დღეს ამის დრო. პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ერი ვართ, უნდა გავერთიანდეთ, დავამთავროთ ერთმანეთის ზიზღი, შუღლი, დაპირისპირება, შეურაცხყოფისმიყენება. ერთად უნდა დავდგეთ ყველა და ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ,“ – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

გიორგი კვირიკაშვილმა 2012 წლიდან დღემდე მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„2011 წლის შემოდგომაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, გადადგა მოქალაქეობრივი ნაბიჯი და ყველა ჩვენთაგანთან ერთად, მოახდინა გარდატეხა ჩვენს ცხოვრებაში. დღეს შეიძლება ითქვას, რომ თვისობრივად განსხვავებული საარჩევნოპროცესი გვაქვს, ადამიანები არიან მეტად თავისუფალნი. 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივაქციეთ ისეთ სფეროებს ყურადღება, რაც იყოსასიცოცხლოდ მნიშველოვანი, ყოფნა არ ყოფნის საკითხები ფაქტობრივად- ეს არის ჯანდაცვის სფერო, სოფლის მეურნეობა, განათლება,ინფრასტრუქტურა, მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილებაში ჩავარდნილი ხელისუფლება.ვაცნობიერებთ რამდენი პრობლემა არსებობს, ვაცნობიერებთ როგორ უჭირთ ადამიანებს დღეს, განსაკუთრებით რეგიონებში და რათქმა უნდა, ჩვენი მომავალი 4 წელი დაეთმობა სწორედ იმას, რომ სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ,რათა ყველა ადამიანმა იგრძნოს მეტიცვლილებები, იგრძნოს მეტი შემოსავალი და იგრძნოს მეტი კეთილდღეობა ოჯახში. ამისთვის, ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა. გვყავს კვალიფიციური, გამოცდილი გუნდი, რომელიც შედგება როგორც ძველი, ასევე ახალი წევრებისგან,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ლანჩხუთელებს სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც 2011 წლიდან – დღემდე „ქართული ოცნება“ მოვიდა და მინდა გითხრათ, რომ მართლაცღირსეულად. რა თქმა უნდა, ამ ოთხი წლის განმავლობაში უამრავი პრობლემა იყო, მაგრამ ჩვენ ეს სირთულეები, ბარიერებიგადავლახეთ.ჩვენ ვართ ხალხის მთავრობა, ხალხის ხელისუფლება და ძალიან კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენიქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამის მოგვარება ერთი ხელისმოსმით შეუძლებელია, თუმცა, მჯერა, რომ პარტია„ქართული ოცნება“ რეალურად არის ის ძალა რომელიც შეძლებს ყველა ამ პრობლემების მოგვარებას. მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩვენვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება ჰქვია“,-განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ცოტა უცნაურია, როდესაც პაპუაშვილი არ მიდის პროკურატურაში, მაგრამ მაინც შევხვდები”
შემდეგი სტატიავინ იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი? – ოთარ დანელიას განმარტება