გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია

მთავრობის პრიორიტეტებად ასევე რჩება კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგის დამკვიდრება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, უნდა დამკვიდრდეს კანონის წინაშე თანასწორობა, რა მხრივაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მთავრობის, პარლამენტის წევრებს და მათი ოჯახების წარმომადგენლებს.
“ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი და მოვახდინოთ დემონსტრაცია, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ღია და ეფექტიანი მმართველობის განმტკიცება.
მთავრობის მეთაურობის კანდიდატი პარლამენტთან, საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაციის ახალი კულტურის დამკვიდრებას გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობით.
“კიდევ უფრო გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომ დავამკვიდროთ გამჭვირვალემმართველობის კულტურა, დემოკრატიული საარჩევნო და კონკურენტული გარემო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველომ აჩვენოს პროგრესი ამ მიმართულებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა
შემდეგი სტატიახათუნა გოგორიშვილი: მაინტერესებს, რატომ არ იზრდება პენსია 1 იანვრიდან და 50 ლარით