გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვიძულოთ ვინმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩვენსავით არ ფიქრობს

პრემიერ-მინისტრის, პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ”ქართულმა ოცნებამ” ხალხს თავისუფლება მისცა, ახლა კი ქვეყანას სწრაფი განვითარება სჭირდება ”რათა სამშობლო გაძლიერდეს”. ამის შესახებ პრემიერმა ოზურგეთში, ”ქართული ოცნების” გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ ”ქართული ოცნების” კანდიდატებს ხალხის მხარდაჭერა ექნება.
”ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ცოტანი ვართ ისედაც. არ გვაქვს გათითოკაცების უფლება, არ გვაქვს უფლება ქვეყანა პოლიტიკურ დაპირისპირებებს გადავაყოლოთ, მოვიძულოთ ვინმე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენსავით არ ფიქრობს. ალბათ, როგორც არასდროს, ისე სჭირდება დღეს საქართველოს ჩვენი ერთიანობა მთავარ და ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხებში. როცა საქმე ჩვენს სამშობლოს ეხება, ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ. ”ქართული ოცნებაა” სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს შეუძლია საზოგადოების გაერთიანება უმთავრესი პრინციპების გარშემო. მე მაქვს ჩვენი ხალხის გონიერების იმედი და ამიტომაც მჯერა, რომ ჩვენს კანდიდატებს ექნება ხალხის მხარდაჭერა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოღალატეთა სასაფლაო!
შემდეგი სტატიათბილისში საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა