გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის პრემიერმინისტრს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის სასახლეში დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრემიერმინისტრი თავის ჩეხ კოლეგას შეხვდა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერმა და ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

“ჩეხეთის რესპუბლიკას აქვს მომზადების გამოცდილება ნატო-სა და ევროკავშირიში წევრობისთვის, ასევე გვაქვს კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების გამოცდილებაც. მზად ვართ ეს ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ. მთავარი ელემენტი იქნება ასოცირების შეთანხმების შესრულება, რომელიც საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წელს გააფორმეს. ჩეხეთი მხარს უჭერს მას” – განაცხადა ჩეხეთის პრემიერმინისტრმა ბოჰუსლავ სობოტკმა.

საქართევლსო პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჩეხეთის მხარდაჭერით, საქართველომ წინ გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით.

“ვაფასებთ ჩეხეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ. აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატება ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენი პარტნიორების, განსაკუთრებით კი ჩეხეთის მხარდაჭერით, საქართველომ წინ გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით. ეფექტურად ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულებას და ასევე ეფექტურად შევასრულეთ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რასაც კომისიის ბოლო ანგარიშიც ადასტურებს. უკანონო ქმედებები, რომელიც გამოიხატა ე.წ. შეთანხმებების გაფორმებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან, საზღვრების გავლებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული პირდაპირი ნაბიჯია,” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
შემდეგი სტატია“არ კითხავს არც ერთ რესპუბლიკელს როგორ მოიქცევა გოგი თოფაძე” – ზურაბ ტყემალაძე