გიორგი კვირიკაშვილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ უკვე ყოფილ და მომავალ პაციენტებს შეხვდება.

პრემიერი პირადად გაესაუბრება პაციენტებს, რომლებიც პროექტის თანამონაწილეები გახდნენ. ამასთან, შეხვედრას დაესწრება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ცნობილი გახდება ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების იდეა იყო. პროგრამაში ჩართული ყველა მოქალაქე უკვე განკურნებული პაციენტისგან ფოსტით მიიღებს წერილს, რომელშიც საუბარი იქნება თუ რა გზა გაიარა თითოეულმა მათგანმა ვირუსის დასამარცხებლად.

ასევე, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ყოფილი პაციენტის თემურ რადიანის კოლაჟების გამოფენა. ავტორმა ნამუშევრები განკურნების შემდეგ შექმნა.

შეხვედრას ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 7000-მდე ბენეფიციარი ჩაერთო, მკურნალობის კურსი 3500-მა პაციენტმა დაასრულა, 90%-მა კი ვირუსი უკვე დაამარცხა.

შეხვედრის ბოლოს ვიდეო რგოლის პრეზენტაციაც გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს მომსახურების სააგენტომ დაღუპული პოლიციელების შვილებს უმასპინძლა
შემდეგი სტატია“არ დავუშვებთ “გაზპრომის” ინტერესების შემოსვლას საქართველოში,” – სერგო რატიანი