საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთში ვიზიტს იწყებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტში. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლა სამიტის ერთ-ერთ სესიაზეც.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კვირიკაშვილი შეხვდება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს, მაიკლ ფალონს, საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონს. დაგეგმილია შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთანაც. პრემიერი სიტყვით გამოვა „ჩეთემ ჰაუსში“.
ვიზიტის დასასრულს გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება.