გიორგი კვირიკაშვილი : აშშ-ში ვიზიტის დროს მივიღეთ მკაფიო გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აშშ-ში მისი ვიზიტის დროს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოხდა.
მთავრობის მეთაურმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საგარეო სამეთა სამინისტროს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
“აშშ-ში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოხდა. ჩვენ მივიღეთ მკაფიო გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე, ასევე, სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობთ, იყო ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი. მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს. ძალიან დიდი სამუშაო გასწია ჩვენმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ელჩს და საელჩოს. ვიზიტი იყო კარგად მომზადებული. არა მხოლოდ ეს ვიზიტი, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც მას წინ უძღოდა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირაც უფრო გრძელდება ეს პროცესი, უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება – ომბუდსმენი თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – 26 მაისის აღნიშვნის ძირითადი თემატიკა “ვეფხისტყაოსანი” იქნება