(video) გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ დღეს მოვისმინეთ სიტყვები, რომლებმაც შეუძლებელია, არ აგაღელვოს და სიამაყით არ აგავსოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიზალიბერალიზაციისადმი ევროპარლამენტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება გააკეთა.

მივესალმები ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და მთელი გულით ვულოცავ დღევანდელ დღეს – დღეს, როდესაც ევროპარლამენტმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.   ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროპასთან დაახლოების გზაზე და ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ეს არის მეტი კეთილდღეობა, მეტი დემოკრატია, მეტი ენერგია და ენთუზიაზმი, მეტი წარმატება ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე.

დღეს ევროპარლამენტში, საიდანაც ყველაზე უკეთ ისმის ევროპელი ხალხის ხმა, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი  ევროპის ნაწილია.

ჩვენ დღეს მოვისმინეთ სიტყვები, რომელმაც შეუძლებელია, არ აგაღელვოს დასიამაყით არ აგავსოს.  ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დღეს ჩვენსამაგალითო გვიწოდეს, ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისთვის და მნიშვნელოვანირეფორმებისთვის.  დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს ასეთი შეფასებისადა ნდობისთვის.

ევროპასთან დაახლოება მთელი საქართველოს კუთვნილებაა და ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები ჩვენთან ერთადისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს- ეს იქნება უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის,  ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუმრავალი სხვა.

დღევანდელი წარმატება უამრავი ადამიანის დიდი შრომის შედეგია. მინდა, დიდიმადლობა გადავუხადო  და მივულოცო ყველა მათგანს.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხალხს, რომელიც ყოველთვის ერთსულოვანიიყო ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ!

დღევანდელი პოზიტიური გადაწყვეტილება მალე მიგვიყვანს საბოლოო შედეგამდედა საქართველოს მოქალაქეებს, მიეცემათ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლისუფლება.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ახალ შესაძლებლობებთან ერთად, თითოეულჩვენგანს უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. მრავალი თაობის ოცნებისასრულების გზაზე, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ელჩები ვხდებით და ჩვენზეადამოკიდებული, რამდენად ფართოდ იქნება ეს კარი გახსნილი უკვე მომავალითაობებისთვის.

სწორედ ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად  ვგეგმავ უვიზორეჟიმის ამოქმედებისთანავე ევროპაში გამგზავრებას.  ქუთაისიდან აუცილებლადგავემგზავრები ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, რომლებისთვისაც, დარწმუნებულივარ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება.

მჯერა, მალე ჩვენ ღირსეულად შევაბიჯებთ დიდ ევროპულ ოჯახში და ჩვენს წვლილს შევიტანთ მის მრავალფეროვან კულტურაში, მშვიდობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

კიდევ ერთხელ მთელი გულით გილოცავთ ყველას!–განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

https://youtu.be/AR4FDIPacz8

banner
წინა სტატიაში(video) სააკაშვილი: არის საფრთხე იმისა, რომ ბევრმა დატოვოს საქართველოს საზღვრები, დავკარგოთ მოსახლეობა
შემდეგი სტატია(ფოტოები) თბილისი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა