გიორგი კვერენჩხილაძე: იუსტიციის საბჭო კანონით დადგენილ საფუძვლებს გასცდა

იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონით დადგენილ საფუძვლებს გასცდა.

როგორც კვერენჩხილაძემ განაცხადა, იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებლობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი საზოგადოების მხრიდან ამ ინსტიტუტისადმი ნდობაა, თუმცა ამ ეტაპზე, საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა საზოგადოებაში ნდობით არ სარგებლობს.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკანასკნელ პერიოდში, თუ დავაკვირდებით, მოსამართლეთა გამწესებასთან თუ სასამართლო თანამდებობის პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში გასცდა კანონით დადგენილ საფუძვლებს”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ საპარლამენტო მოხსენებაში მითითებული იყო იუსტიციის საბჭოს მყისიერი რეფორმის დაწყების და გატარების აუცილებლობა.

“აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმირება იმისთვის, რომ ამ ორგანომ კვლავ დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა და ეს ნდობის მანდატი გაძლიერდეს”, – დასძინა კვერენჩხილაძემ.

banner
წინა სტატიაში10 მთავარი ციტატა კადიროვზე – იაშინის მოხსენება
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4827 ლარი გახდა