გიორგი კირიკაშვილი : საქართველო-თურქეთის ურთიერთობები განსაკუთრებულად მაღალ დონეზეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში ჩატარებული მაღალი დონის შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმითან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განხილულ იქნა ის მიმართულებები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის.

„ეს ფორმატი იძლევა უფრო ღრმად და უფრო ფართოდ განვიხილოთ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის არაერთი ასპექტი. დღევანდელი შეხვედრის დროს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სწორედ ის მიმართულებები, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის. კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ურთიერთობები განსაკუთრებულად მაღალ დონეზეა, რასაც მოწმობს, როგორც ორმხრივი დინამიკა, ასევე ის შედეგები, რომლებიც გვაქვს კონკრეტული სექტორების თანამშრომლობაში. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენს თანამშრომლობას, სავაჭრო ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში. აღვნიშნეთ, ორმხირვი ვაჭრობის შემდგომი გააქტიურების აუცილებლობა, ვინაიდან ჯერაც გამოუყენებელია შესაძლებლობების გარკვეული პოტენციალი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო დაინტერესებულია, რომ გააფართოოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და მაქსიმალურად გაზარდოს ორმხრივი ვაჭრობა.

„თურქეთი 2006 წლიდან მოყოლებული არის საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბოლო პერიოდში თურქეთიდან პირდაპირი ინვესტიციები საქართველოს მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. პოტენციალი ამ ურთიერთობების არის კიდევ უფრო მაღალი და სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრა. ეს პოტენციალი იქნას სრულად ათვისებული, როგორც თურთქეთის მხრიდან, ვხედავთ ინვესტიციების გააქტიურებას, ასევე საქართველოდან ბიზნეს წრეების წარმომადგენლები წავახალისოთ, რომ მათ თურქეთში მოახდინონ ანალოგიური ინევსტიციები“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ახლო მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც კიდევ უფრო აამაღლეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას და დამატებით შესაძლებლობებს შექმნის საქართველოსთვის.

„დავაფიქსირეთ, ასევე მზადობა, რომ განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთქმედება სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციისა და კასპიის ენერგორესურსების დასავლეთისაკენ ტრანსპორიტირებისაკენ უზრუნველსაყოფად კმაყოფილებით აღვნიშნეთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა კულტურის გარემოს დაცვის და საბაჟო სფეროებში და ვისაუბრეთ ორმხრივი სამართლებრივი ბაზის შემდგომი დახვეწის საკითხზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვენლოვან შეთანხმებას ეწერება ხელი.

„მინდა გამოვყო რამდენიმე მიმართულება, რა მიმართულებითაც დღეს შედგა ძალიან ნაყოფიერი დიალოგი, ეს გახლავთ ინვესტორთა დაცვის ორმხრივი შეთანხმება რომლის განახლებაც მოხდა უკვე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ეს არის ტრანსპორტის სფეროში ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება. ერთი მათგანი ეხება კომბინირებულ გადაზიდვებს, რათა ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთიანი სატარიფო სისტემით მოხდეს მულტიმოდალური გადაზიდვები ჩვენს ქვეყნებს შორის, რათა მან ხელი შეუწყოს სატრანზიტო გადაზიდვების კიდევ უფრო გაზრდას. მეორე სატრანსპორტო ხელშეკრულება ეხება ჩვენს რკინიგზებს შორის თანამშრომლობას, რათა მას შემედეგ, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი დასრულდება წლის ბოლომდე არსებობდეს იურიდული ბაზა ჩვენს სარკინიგზო სისტემებს შორის უპრობლემო თანამშრომლობის”, – აღნიშნა გიორგი კვირიკშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ასევე ხელი ეწერება ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ასევე ძალიან კარგია, რომ სასჯლეაღსრულების და პრობაციის მიმართლებით ხელი ეწრება მნიშვნელოვან შეთანხმებას, რაც ამ სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მიუთითებს. უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ბინალი ილდირმთა ერთად მოვაწერთ ხელს, ეს იქნება ანკარის დეკალარაცია, სადც ყველა ეს მიმართულება კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმული. ასევ ნაყოფიერი თანამშრომლობა და მსჯელობა შედგა გარემოს დაცვის მიმართულებით, კულტურის თანამშრომლობის მიმართულებით და რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობის მიმართლებით, როემლიც გახლავ ერთ-ერთი სტრატეგილი ჩვენი ქვეყნებისათვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე : თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე, შევთანმხდით ძალიან პრინციპულ საკითხზე
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი თურქეთის მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის