გიორგი კანდელაკი „ოცნებას“ ვიწრო პარტიულ ინტერესებში ამხელს

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 56 სახელმწიფოს მოიცავს, მათ შორის აშშ-ს, კანადას და ცენტრალურ აზიას.

ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს წარმომადგენლის მეორე ტურში გასვლა უკვე დიდი წარმატებაა,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წრამომადგენელი, გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. კანდელაკის განმარტებთვე, ეს არჩევნები საქართველოსთვის შანსი იყო, რომ ამხელა დონისა და პრესტიჟის ფორუმზე მთელი სიმწვავით დამდგარიყო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები – ტერიტორიული მთლიანობა, დეოკუპაცია, დევნილთა დაბრუნება.
„სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მთავრობამ ამ მნიშვნელოვან შანსზე მაღლა ვიწრო პარტიული ინტერესი დააყენა. ასევე, აღსანიშნავია რომ დეპუტატების რაოდენობა, ვინც ხმა გიგი წერეთელს მისცა (მაგალითად, აშშ-ის და პოლონეთის დელეგაციებმა, სწორედ ამიტომ წავაგეთ 10 ხმით), სხდომა გუშინ დატოვეს. ვულოცავ გიგი წერეთელს და საქართველოს ამ საერთაშორისო აღიარებას. ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ეყოლება მთავრობა, რომელიც ყველაზე წინ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დააყენებს,“ – წერს კანდელაკი სოცქსელში.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არ აირჩიეს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: „მზად არიან, კიდევ ერთხელ მოატყუონ და აბუჩად აიგდონ გაჭირვებული მოსახლეობა“