გიორგი კანდელაკი: აქციზზე გადასახადის გაზრდა იმის შედეგია, რომ სახეზეა ეკონომიკის ჩამოშლა

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

აქციზზე გადასახადის გაზრდას ვერანაირად ვერ განვიხილავ, როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ამ გადასახადის გაზრდა იმის შედეგია, რომ სახეზეა ეკონომიკის ჩამოშლა , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ქვეყანაში გადასახადები არ უნდა იზრდებოდეს. პირიქით, მისი შემცირება უნდა ხდებოდეს, რადგან ადამიანებს, რომლებიც დაკავებულები არიან ბიზნესით, საშუალება მიეცეთ საქმე შეუფერხებლად აკეთონ, მეტი ადამიანი დაასაქმონ და შექმნილი კრიზისული მდგომარეობა დაძლიონ.
“ჩვენ შემოგთავაზეთ გეგმა, რომელიც გულისხმობს მოგების გადასახადის გაუქმებას, ეს იქნებოდა ამოსუნთქვა ჩვენი ბიზნესისთვის. როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ გადასახადების გაზრდას, როცა მთავრობის კომფორტზე თანხები არ იზოგება. დღეს ჩვენს ხალხს უჭირს ბევრად უფრო მეტად, ვიდრე უწინ. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გთავაზობთ კონკრეტულ გეგმას თუ როგორ შეიძლება მომდევნო წლიდან პენსია 50 ლარით გაიზარდოს. ამისთვის საჭირა, რომ 420 მილიონი ლარი, რომელიც პრემიებზე და უსარგებლო პროგრამებზე იხარჯება, მოვხსნათ და ეს თანხები პენსიების გაზრდისკენ მივმართოთ”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფოთში გეგმური საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა: აშშ-ის სპეცსამსახურები ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის მზად არიან