გიორგი კახიანი : „თუ ის ჩანაწერები მართლა ავთენტურია, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული კორუფციის ნიშნები არსებობდა”

ნიკა გვარამიას საგამოძიებო უწყებაში დაბარების შესახებ კომენტარს აკეთებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.

საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.

„თუ ეს ესეა და ის ჩანაწერები მართლა რეალური და ავთენტურია, ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული კორუფციის ნიშნები არსებობდა, იმიტომ რომ იმ საუბარში სწორედ ეს იკვეთება. თუ ეს ასე არ არის სინამდვილეში, ალბათ სწორი იქნება ბატონი ნიკა გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოებში, მისცეს შესაბამისი ჩვენება და მისი მხრიდან, რაც სწორია, იმაზე ისაუბროს,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაში(Video) ყველაფერი ტყუილია, ჩემი შვილი სიცოცხლის ფასად დაიცავდა პატრიარქს – დაკავებული დეკანოზის დედა
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო სამხრეთ ოსეთის რეგიონში, არალეგიტიმურ „რეფერენდუმს“ გმობს