გიორგი კაკაურიძე: ონლაინ სესხის კომპანიები, რომლებიც მოსახლეობის გაღატაკებაზე მუშაობენ, ეტაპობრივად გაუქმდებიან

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ონლაინ სესხებზე რეგულაციები აუცილებლად შემოვა და ეს აუცილებლად გამოიწვევს ონლაინ სესხების ნაწილის გაუქმებას, -ამის შესახებ კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რეგულაციები იმისთვის იქნება, რომ მსესხებელი იყოს დაცული და 100 ლარში 20 ათასი ლარის გადახდა არ მოუწიოს.

„პირობითად, შეიძლება სესხის ძირის ორმაგ ოდენობაზე მეტის დაკისრება არ მოხდეს პროცენტების სახით. რეგულაციები აუცილებლად შემოვა და ეს აუცილებლად გამოიწვევს ონლაინ სესხების ნაწილის გაუქმებს, ვინაიდან ისინი მაღალი რისკის მქონე პირებზე მუშაობენ და იმით სარგებლობენ, რომ ეს მომხმარებლები ცუდ მდგომარეობაში არიან. ამიტომ, მათი დიდი ნაწილი სავარაუდოდ დაიხურება. რეგულაციები იმისთვის იქნება, რომ მსესხებელი იყოს დაცული და 100 ლარში 20 ათასი ლარის გადახდა არ მოუწიოს. ის ორგანიზაციები, რომლებიც სწორად აკეთებენ ბიზნესს და სწორი მენეჯმენტი აქვთ, რა თქმა უნდა, დარჩებიან და იქნებიან ბაზარზე. რა სახელწოდებით იქნებიან, ამას კანონი დაარეგულირებს, თუმცა ის ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობის გაღატაკებაზე მუშაობენ, ეტაპობრივად გაუქმდებიან”,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიონლაინ სესხების კომპანიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: გუბაზ სანიკიძის ჩვენს გუნდში ყოფნა იქნება მნიშვნელოვანი გარდატეხის შემომტანი პოლიტიკურ პროცესებში