გიორგი კაკაურიძე: მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით 4%-იანი ეკონომიკური ზრდაა გათვალისწინებული

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა გათვალისწინებული.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, 300 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება 270 მილიონი ლარით მოხდება.

“ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4 პროცენტია. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა არის 11, 5 მილიარდი ლარამდე. დაახლოებით 1,4 მილიარდი ლარით არის გაზრდილი წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით. პრიორიტეტები გამომდინარეობს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმიდან და ამ გეგმაზეა აწყობილი. 300 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება 270 მილიონი ლარით მოხდება. ეს დაახლობით 30 პროცენტიანი ზრდაა. ძირითადი პრიორიტეტი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რათა ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად გაიზარდოს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მისასვლელი გზები გვქონდეს სრულად. აქ გათვალისწინებულია სახელმწიფოს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას. გარდა ამისა, გათვალისწინებულია თანხა ტურისტული ობიექტების განვითარებისთვის, მათ შორის, მთის კურორტების განვითარება. ასევე, გარკვეული თანხებია გათვალისწინებული ქუთაისში აეროპორტის გაფართოებისთვის, ვინაიდან მგზავრთა ნაკადი მაღალია და ტერმინალი აღარ არის საკმარისი. ცხადია, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გაიზარდოს ტურისტების რაოდენობა”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას

banner
წინა სტატიაშიზაზა გაბუნია: როდესაც მთავრობა ეფექტურ გეგმას წარმოადგენს, ოპოზიცია შფოთავს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ჩემს ნებისმირ გადაწყვეტილებას საფუძვლად ექნება პარტიის ერთიანობა, სიძლიერე და ბრძოლაში წარმატება