გიორგი კაკაურიძე – მომავალი წლიდან მეხანძრე-მაშველებისთვის დანამატების გაცემა იგეგმება

მომავალი წლიდან მეხანძრე-მაშველებისთვის დანამატების გაცემა იგეგმება- ეს განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააკეთა.

„2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საკომიტეტო მოსმენების დროს გამოთქმულ შენიშვნებს ოფიციალურად მივიღებთ, თითოეულ მათგანს გავაანალიზებთ. სამინისტროების ფარგლებში თითოეულ კომიტეტთან სამუშაო შეხვედრები გვექნება და არსებული რესურსის ფარგლებში რისი გათვალისწინების შესაძლებლობაც იქნება, გავითვალისწინებთ.

პენსიების ზრდა პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იქნება. წარმოდგენილი ბიუჯეტი პენსიების ზრდაზე გათვალისწინებული არ არის და ამ ეტაპზე რესურსი არ არის იმისთვის, რომ პენსიები გაიზარდოს.

ჩვენ გუნდთან ერთად ვიმუშავებთ, პარლამენტის კომიტეტებთან, მთლიანად უმრავლესობის ფორმატში და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება, მათ შორის პენსიები როდიდან რა მოცულობით უნდა გაიზარდოს.

მეხანძრე-მაშველებს რაც შეეხება, მომდევნო წელს მათი დანამატების გაცემაა გათვალისწინებული. ეს წელთა ნამსახურების დანამატია, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებს აქვთ. სხვა ხელფასების ზრდა ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის”,- განაცხადა კაკაურიძემ.

banner
წინა სტატიაშიინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონებში გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში მიმდინარეობს