გიორგი გუგავამ თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა

გიორგი გუგავამ თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა. “ლეიბორისტული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, მერიამ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების ახალი ავტომობილები შეიძინა ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც მხოლოდ მაღალჩინოსნების პირად კომფორტს ემსახურება. გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატი მერიის ავტოპარკის შეკვეცას გეგმავს.

„ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა თბილისს და თბილისელებს, მერიის კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა შეისყიდეს ძვირადღირებული პერსონალური ავტომობილები, რომლითაც დასეირნობენ მათ მიერ გაძარცვულ და დამახინჯებულ ქალაქში,“ – ამბობს გიორგი გუგავა.

banner
წინა სტატიაში,,24 წლიანი ჭრილობა მართლაც დღეს დაიხურა, ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემი დაუბრუნდა თბილისს”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ