გიორგი გუგავა : უპრეცედენტოდ უზნეო, უსამართლო და ამორალური გადაწყვეტილება

ოპოზიცია სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას აპროტესტებს. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს და ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს.

„უპრეცედენტოდ უზნეო, უსამართლო და ამორალური გადაწყვეტილება და ეს არის ივანიშვილის სინდისზე. ის დღეს მურუსიძეა, რადგანაც სწორედ ივანიშვილის დირექტივით დაინიშნა ის ამ პოსტზე,“ – განაცხადა გიორგი გუგავამ.

პაატა ბურჭულაძის გუნდის წევრმა დავით ჯანდიერმა ლევან მურუსიძის თემაზე შეფასებისას თქვა, რომ მურუსიძის დანიშვნით დადასტურდა, რომ სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებას ნდობა ვეღარ ექნება.

„დღეს უსამართლობის მანტია მოისხა ხელისუფლებამ,“ – აცხადებს დავით ჯანდიერი.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ოქროპირიძე მსაჯულებს თხოვნით მიმართავს ვერდიქტი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გამოუტანონ
შემდეგი სტატიამამუკა არეშიძე “ქართული ოცნების” გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი იქნება