გიორგი გუგავა: “კორუფციის ჭაობად გადაქცეულმა თბილისის მერიამ გადაწყვიტა ტაქსისტებს ჩაუჯდეს წილში

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, მერიას გადაწყვეტილი აქვს ტაქსაობაზე დააწესოს 1000 დოლარიანი სალიცენზიო მოსაკრებელი, ასევე, აპირებენ დააწესონ ისეთი ტექნიკური პირობები, რომელიც აიძულებს ათასობით მძღოლს შეწყვიტონ საქმიანობა.

“კორუფციის ჭაობად გადაქცეულმა თბილისის მერიამ გადაწყვიტა ტაქსისტებს ჩაუჯდეს წილში, რომლებიც არიან თვითდასაქმებულები და მათი ოჯახების რჩენის ერთადერთ საშუალებას ტაქსისტობა წარმოადგენს. სანაცვლოდ, კორუმპირებული ჩინოვნიკები აპირებენ საკუთარი ტაქსო-პარკების გახსნასა და ამ სფეროს მონოპოლიზებას. ეს არის ანტი-სოციალური გადაწყვეტილება, რაც გამოიწვევს ათი-ათასობით ადამიანის უმუშევრად დატოვებასა და გამწარებული ტაქსისტების ბუნტს.”,- აცხადებს გუგავა.

მისივე თქმით, “ლეიბორისტულ პარტიაში” შეიქმნა ტაქსისტების უფლებათა დაცვის სპეციალური კომიტეტი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს აქციებს და დაიცავს მათ უფლებებს ყველა საშუალებით.

banner
წინა სტატიაში„ციხეში „ქოცებმა“ ჩამნერგეს, მაგრამ „ნაცებმა“ გადამიბირეს!“
შემდეგი სტატიაღია წერილი გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს