გიორგი გუგავა: დედაქალაქს ჰყავს უპასუხისმგებლო კორუმპირებული დამნაშავე მერი

GUGAVAლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ დედაქალაქს ჰყავს უპასუხისმგებლო კორუმპირებული დამნაშავე მერი – ნარმანია და “ქართუ ჯგუფიდან” მოყვანილი მთავრობა, რომელიც ოლიგარქმა ივანიშვილმა საკუთარი ბიზნეს ინტერესების დასაკმაყოფილებლად თავზე დაასვა თბილისს.
“დღევანდელი მერის საქმიანობამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი და ზარალი მიაყენოს თბილისს და თბილისელებს! ამდენად, მოვუწოდებთ ივანიშვილს აიღოს პასუხისმგებლობა მის მიერ მოყვანილ მარიონეტებზე, გადააყენოს ისინი თანამდებობიდან, ხოლო ახალ არჩევნებამდე დედაქალაქის მართვა დაევალოს ტექნიკური ფუნქციების შემსრულებელ მთავრობას”.

banner
წინა სტატიაშინორვეგიაში მამაკაცის უნიტაზიდან ამოსაყვანად მეხანძრეები გამოიძახეს
შემდეგი სტატიამოსკოვში ხანძარს 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა