გიორგი გაფრინდაშვილი კანცლერის არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს

გიორგი გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თსუ-ს კანცლერის არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. მისი თქმით, ის აკადემიური საბჭოს 9 წევრმა წარადგინა და ყველანაირი უფლება აქვს წარდგეს საბჭოს სხდომაზე კანცლერის თანამდებობაზე. გაფრინდაშვილის თქმით, არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი ფაქტები მის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე და მის მიმართ გამოთქმული ბრალდბებს ის ღირსების შემლახველ განცხადებებს უწოდებს.

“აკადემიური საბჭოს 9 წევრმა მხარი დამიჭირა და ყველანაირი უფლება მაქვს წარვსდგე საბჭოს სხდომაზე. რაც შეეხება კანდიდატურის მოხსნას, არ ვაპირებ და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი არის კონსტრუქციული დიალოგი. თუ ის პრიორიტეტები, რომელიც ჩემს გეგმაშია, ვერ პასუხობს სტუდენტების მოთხოვნებს, შესაძლებელია ამის გადახედვა”, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დაცვაში ლიდერი ქვეყანაა
შემდეგი სტატიაამერიკის სასამართლომ ირანს 11 სექტემბრის გამო კომპენსაცია მოსთხოვა