გიორგი გაფრინდაშვილი: გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ მივიღებ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ იგი გადაწყვეტილებას 14 მარტს მიიღებს. ამის შესახებ გაფრინდაშვილმა კომენტარი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, სატელეფონო ჩართვისას გააკეთა:

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის განცხადება. შესაბამისად, პატივს ვცემ მთავრობის მეთაურის აზრს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩემი არჩევა აკადემიური საბჭოს მიერ სამართლებრივი რეგულაციების დაცვით განხორციელდა. მიმაჩნია, რომ აუცილებელია მოვისმინო იმ ადამიანების აზრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩემს კანდიდატურას. აქედან გამომდინარე, ორშაბათს შევხვდები აკადემიური საბჭოს წევრებს და ამ შეხვედრის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პაპავა: თსუ-ს რექტორი გადადგომას არ აპირებს
შემდეგი სტატია14 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება