გიორგი გახარია საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე, ბრუნო ბალდუკი.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარების შესახებ იმსჯელეს. გიორგი გახარიამ და პასკალ მენიემ დადებითად შეაფასეს პოლიციის ატაშეების მუშაობა, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის კუთხით.

ამასთან, გიორგი გახარიამ პასკალ მენიეს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ბანკის” დაყაჩაღების ბრალდებით 25 წლის ახალგაზრდა დააკავეს
შემდეგი სტატიაქრთამის აღების, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს