გიორგი გახარია: ოპერატიული ინფორმაციაც არსებობდა”

კითხვაზე, იყო თუ არა ოპერატიული ინფორმაციის შედეგი საპოლიციო კონტროლის დაწესება გიორგი გახარიამ ჟურნალისტს უპასუხა : „მინდა გითხრათ, რომ ოპერატიული ინფორმაციაც არსებობდა, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სპეციალური საპოლიციო ღონისძება არის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ღონისძიებები რაც უფრო იშვიათად ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში, მით უკეთესია, თუმცა ჩვენ იძულებით მოგვიწია ამ ღონისძების ჩატარება, რადგან გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია. სტატისტიკური მონაცემები აბოსულუტურად ერთმნიშვნელოვნად მიგვითითებდა, რომ საახალწლოდ მოხდებოდა სამართალდარღვის შემთხვევების ზრდა. ამიტომ ჩენ ვიყავით იძულებული მიგვემართა ამღონისძიებებისთვის, რომელსაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არის საკეთესო ინსტრუმენტი.
ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ის რაც ხელს უწყობს, საზოგადოებასა და სამართალდამცველებს შორის ნდობის აღდგენას, თუმცა დღეს, იმ სიტუაციის შეფასებით. რომელიც გვქონდა, ჩავთვალეთ, რომ ეს ღონისძება უნდა ჩატარებულიყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალი წლის წინ პრევენციის მზინით. შედეგებმაც დაადასტურა ის შეფასება, რომელიც ჩვენ გვქონდა.
მინდა მოგახსენოთ, რომ შედეგები არის საკმაოდ მასშტაბური. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, ნარკოტიკების მიმართულებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კილოგრამი ჰეორინი იყო ამოღებული. ეს ძალზედ მსხვილი პარტია გახლავთ, რომელიც, როგორც ჩანს, ჩვენი პირველადი მონაცემებით, იყო ერთ-ერთი კონკრეტული ლოკაციის მომარაგების მიზნით. ამას, როგორც ჩანს, სისტემური ხასიათი ჰქონდა. ეს ღონისძიება ჩატარდა თბილისის ცენტრში, და იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. არაფერს ვამბობ იარაღის იმ რაოდენობაზე, რომელიც ამოვღეთ-განაცხადა  “იმედის კვირის” პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : „ბოლო ერთ თვის განმავლობაში გამოწვებები იყო საკმაოდ რთული და სერიოზული”
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ზვიად რატიანთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა