„მატყუარა ხარ შენ“ – დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემის წამყვანს მატყუარა უწოდა.
მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა პატრიარქის დამსახურებაზე გადაცემა არჩევანში ისაუბრა და განაცხადა, რომ „ეკლესიის მოძულეთაგან“ არასწორი შეფასებების კომენტირებას არასერიოზულად მიიჩნევს.
ასეთი განცხადება ქუცნაშვილმა პატრიარქისთვის შეწყალების უფლების გადაცემის თემაზე საუბრისას გააკეთა.
ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პრემიერისა და დეპუტატების განცხადებების ინტერპრეტაციაში ჟურნალისტებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ პატრიარქის ჩართულობის საკითხის განხილვას და არა ამ უფლების პატრიარქისთვის გადაცემას ითხოვდა.
https://youtu.be/j7NZ4LsUalw