სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გაბედავა რუსთაველის გამზირზე დააკავეს.
გაბედავა პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს, რასაც მისი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაბედავამ ადგილზე მისვლა მაინც სცადა. გაბედავა ამ წუთებში პოლიციელებს თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე განყოფილებაში გადაჰყავთ.
ქაშუეთთან გაბედავას თანამოაზრეები და მოქალაქეთა ჯგუფები არიან შეკრებილნი, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრება აქვთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრებს არ ეთანხმებიან.