გიორგი გაბედავა აპირებს ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივლოს

ირაკლი ვაჭარაძის საჩივარის საფუძველზე დაბარებულია

ვაპირებ სასამართლოში შევიტანო საჩივარი, რომ „ქრონიკა +”-ის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ დამიდდოს ერთი ფაქტი მაინც, როდის მაფინანსებდა სუს-ი, როდის ვთქვი, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და იმის ფაქტი, რომ პროკურატურა ჩემით არის დაინტერესებული, – განაცხადა ”საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის” თავმჯდომარემ გიორგი გაბედავამ.

„ტვ 1”-ის ეთერში მე ვუთხარი ელისო კილაძეს, რომ მთავრობაში ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ რადგან ბევრი რაღაც არ მომწონს, რასაც ეს მთავრობა აკეთებს ამ ადამიანებთან ვეღარ ვმეგობრობ. მან ეს დააკავშირა იმასთან, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია, როცა მე ის სულ ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახი“, – განაცხადა გიორგი გაბედავამ.

მისივე განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით ორჯერ იყო პროკურატურაში დაბარებული, სადაც მან პროკურატურას მისი ფეისბუქი აჩვენა იმისათვის, თუ ვისგან იყო გამოგზავნილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

„კადრები მესამედ როცა დაიდო, ისიც გამომიგზავნეს. შს სამინისტროს შევატყობინე, რომ ისევ მომივიდა კადრები და იქნებ წაეშალათ“, – განაცხადა გიორგი გაბედავამ.

მისივე ინფორმაციით, მესამე კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ის ამ დღეებში არის პროკურატურაში დაბარებული.

როგორც გაბედავამ აღნიშნა, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ საიდან აიტვირთა ეს კადრები. ხოლო თვითონ მოსკოვში კლიპზე მუშაობდა. ის რეპერი ”მასტერის” პროდიუსერია.

გიორგი გაბედავას თქმით, „ქრონიკა +”-ის“ რედაქტორი ელისო კილაძე ილუზიებში ცხოვრობს და ამ თემებს გაზეთის გასაყიდ მასალად იყენებს.

„ჩემს თვალწინ ელისო კილაძე წერდა ადამიანს და შემდეგ მან ეს ფაქტი უარყო. როცა ადამიანი რაღაცას გააკეთებს და საჯაროდ უარყობს, მე ის ადამიანი მატყუარად მიმაჩნია“, – განაცხადა გიორგი გაბედავამ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის და თბილისის მერიის მოლაპარაკების დეტალები გაასაჯარვა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე აუცილებლად მიიჩნევს საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებების პირველი პირების შეხვედრას