გიორგი გაბაშვილი: პრემიერის დღევანდელი პრეზენტაცია იყო ცინიზმით სავსე, აბსოლუტურად სამარცხვინო

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ გიორგი გაბაშვილის თქმით, პრემიერის დღევანდელი ანგარიში აბსოლუტურად აცდენილი იყო რეალობას.

“მას შემდეგ, რაც გასულ კვირას დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ საარჩევნო დაპირება შეასრულა და უკვე დარგო ნახევარი მილიონი ხე, თბილისში აღარ არის ორმოები, გვეგონა არაფერი გაგვიკვირდებოდა, მაგრამ დღევანდელი სურათი კიდევ უფრო აბსურდული იყო – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, თვითკმაყოფილი მთავრობის მეთაური, დღეს მოსახლეობას უყვებოდა როგორი საამურია ცხოვრება და როგორი სწორი გზით მიდის ქვეყანა. მინდა შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ პიარკამპანიის დაგეგმა ჩვენს მოქალაქეებს ჯამში 600 000 ლარი დაუჯდა.

ძალიან სიმბოლურია, რომ პრემიერის ეს პრეზენტაცია NDI -ს კვლევებს დაემთხვა, სადაც აბსოლუტურად პირიქითაა მდგომარეობა გადმოცემული და ყველა დროის კვლევებში დამყარებული რეკორდი, მოსახლეობის მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. აბსოლუტური უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის. საიდანაა ეს კარდინალურად განსხვავება იმ წარმოდგენებს შორის, რომელიც მთავრობას და ხალხს აქვს? მაგალითად, პრემიერი ღარიბაშვილი სერიოზულად ფიქრობს, რომ მათ გახნსეს 269 ახალი საწარმო, მან ქვეყანას შეატყობინა, რომ 80 ლარით გაზრდილა პენსიები, მაშინ როცა ვიცით, რომ მსყიდველობითუნარიანობა დაეცა.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან ნელა იზრდება, შემცირდა იმპორტი, ექსპორტი და ქვეყანა უღრმეს კრიზისშია. მე არ ჩამოვუყვები იმ ტყუილებს, რომლებიც პრემიერმა დაახვავა, ავღნიშნავ რამდენიმეს – მან განაცხადა, რომ დაიწყო ანაკლიისა და ბაქო-თბილისი-ყარსის პრეოქტი.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა პარალელურ რეალობაში იმყოფება, არ აღიარებს კრიზის და მისი ტაქტიკაა, რომ ადამიანები დაარმწუნოს თითქოს ისინი კარგად ცხოვრობენ.

პრემიერის დღევანდელი პრეზენტაცია იყო ცინიზმით სავსე, აბსოლუტურად სამარცხვინო, მცდელობა, რომ თავდაყირად წარმოაჩინოს რეალობა.”- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ჩვენ ეხლა უფრო ღარიბები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძე განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდებულად სცნეს