გიორგი გაბაშვილი პარლამენტს მოუწოდებს

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოსფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რეზოლუციაში აღინიშნოს, რომ პარლამენტი მთავრობას დემოკრატიული პრინციპებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ, ასევე კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და გამწირვალობისკენ მოუწოდებს.

“არასწორადაა საკითხი დასმული თითქოს ჩვენ რაიმე პრობლემა გვქოდენს, რომ უმრავლესობის, ან თუნდაც “თავისუფალი დემოკრატების” ინიციატივას იდეაში მხარი დავუჭიროთ. ეს 3 წელი, ვინც საპარლამენტო ცხოვრებას თვალს ადევნებს, ყველას ემახსოვრება, რომ უმრავლესობის მიერ შემუშავებულ ათობით დოკუმენტზე მიგვიცია ხმა.

საქმე არც საკითხის არსშია, რადგან ეს დისკუსიას არ ექვემდებარება. საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს და ჩვენ ამაზე ვთანხმდებით. ჩვენ ამ პროცესების სათავეებშიც ვიდექით.

ჩვენ უკვე შევუერთდით იმ განცხადებას, რომელიც პარტიებმა გააკეთეს, ჩვენი განცხადება ევროკავშირშიც გაგზავნილი გვაქვს.

საქმე სულ სხვა რამეშია – იმისათვის, რომ პარლამენტმა ერთობლივი განცხადება მიიღოს, ის უნდა ეხმაურებოდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ვაცნობიერებთ იმას, რომ თქვენთვის რთული იქნებოდა მხარი დაგეჭირათ შემდეგი წინადადებისთვის – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას არ გადადგას იგვარი ნაბიჯები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროკავშირში ინტეგრაციას, რადგან თქვენ მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებს გამოხატავთ და არა საზოგადოების.

ჩვენ კიდევ უფრო უპრობლემო ტექსტი შემოგთავაზეთ, სადაც საერთოდ კომპრომისიც კი არაა. ტექსტი შემდგოში მდგომარეობს – მოვუწოდებთ საქართველოს მთვრობას, ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე პროცესის გათვალისწინებით, გააცნობიეროს თავისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ქვეყანასი კონსოლიდირებული დემოკრატიის არსებობის აუცილებლობაში და დაიცვას დემოკრატიული სტანდარტების ისეთი კატეგორიები, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, საკუთრების უფლება, სიტყვისა და მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და გამჭირვალობა. სადაა აქ პრობლემა? ესაა ერთი ერთზე აღებული ევროპული სტანდარტი. მთავრობა ამაზე პასუხისმგებლობას არ უნდა გრზნობდეს?”

banner
წინა სტატიაში“მჯერა, რომ ჩემს სიცოცხლეში გაერთიანდება საქართველო, მაგრამ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაცილებით ადრე გაწევრიანდება”
შემდეგი სტატიათბილისის, ქუთაისის და ზუგდიდის საკრებულოები სუსტია – საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევის შედეგები