გიორგი ჭანტურიას სახლი კვლავ იჩხრიკება -ზურაბ ჭანტურიას სასწრაფოს დახმარება დასჭირდა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ გიორგი ჭანტურიას მამა, რომლის სახლსაც სამართალდამცავები ჩხრეკენ, შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზურაბ ჭანტურია საავადმყოფოში გადაიყვანა. ის სტაციონალურ მკურნალობას საჭიროებს.

სამართალდამცავები რუსთავსა და თბილისში მდებარე სახლებს ამ წუთებშიც ჩხრეკენ. პარალელურად, დაკითხვაზე ხელმეორედ გადაიყვანეს გიორგი ჭანტურიას მეზობლები და მეგობრები.

გიორგი ჭანტურია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 40-საათიანი დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ მომღერალს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაLIVE-სამსონ ქუთათელაძის ცხედარი ეკლესიიდან გამოასვენეს