გიორგი ჭანტურიას ადვოკატი – გამოძიება ჩიხშია შესული, სხვა ვერსია არ მაქვს

გამოძიება ჩიხშია შესული, სხვა ვერსია არ მაქვს, – ამის შესახებ გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და როგორც ჩანს საქმეს წერტილი არ დაესვა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა განმეორებითი ჩხრეკა ორივე ბინაში, თბილისში და რუსთავში.

გამოძიებას რა კითხვებიც ექნება ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ. რაც შეეხება დეტალებს, ჩხრეკის შედეგად რა ამოიღეს, ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ. ხელმეორედ რატომ გახდა საჭირო ჩხრეკა, ეჭვი მაქვს, რომ სხვა ვერსია არ აქვთ და ცდილობენ, რომ 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა)
მიუყენონ. ამიტომ ჩატარდა კვლავ განმეორებითი ჩხრეკები”, – აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი – მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ურთიერთობას გავაღრმავებთ