გიორგი ცერცვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გააკეთა

პროკურატურის განცხადებას გიორგი ცერცვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ

“გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ როგორც უკრაინელი კოლეგებისგან ჩვენთვის ამ წუთებში გახდა ცნობილი, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძე, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გია ცერცვაძის მიმართ ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც, რომელიც ფორმალური გარემოებების გათვალისწინებით გარკვეული პროცედურების განხორციელებას გულისხმობს. როგორც წინა დღეებში, საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც გააგრძელებს უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას მანამ, სანამ საბოლოოდ გია ცერცვაძის სასარგებლოდ არ დასრულდება მის მიმართ მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები”–ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიvideo უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს!!!
შემდეგი სტატიაგია ცერცვაძე მეუღლეს და ადვოკატს შეხვდა