გიორგი ბარამიძე : სპექტაკლი გათამაშებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ ესმით, როგორ უნდა მოეპყრონ საიდუმლო ინფორმაციას

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 10, 2018 14:02

გიორგი ბარამიძე : სპექტაკლი გათამაშებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ ესმით, როგორ უნდა მოეპყრონ საიდუმლო ინფორმაციას

სპექტაკლი გათამაშებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ ესმით, როგორ უნდა მოეპყრონ საიდუმლო ინფორმაციას, – ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის განხილვის დახურვას პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

ბარამიძის თქმით, თუ სხდომა საიდუმლო ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის მოტივით იხურება, მაშინ სხდომას არც ის დეპუტატები უნდა დაესწრონ, რომელთაც საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება არ გააჩნიათ.

“საიდუმლოებაზე დაშვება თუ არ გაქვს, არ შეიძლება საიდუმლო ინფორმაცია მოისმინო ან წაიკითხო. ადამიანებს, რომლებმაც არ იციან ამ სფეროში როგორ ხდება ოპერირება, შეიძლება არ დაბადებოდათ ეს კითხვა, თუ რატომ რჩებიან მაშინ სხდომაზე დეპუტატები, რომელთაც საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება არ აქვთ. უბრალოდ ვუთხარი მათ, რომ სირცხვილია ამის გაკეთება. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, რომ საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა გამჟღავნდეს, მაშინ იქ მსხდომი დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობა ასევე უნდა გამოვიდეს დარბაზიდან. კანონის დარღვევაა, იმ ადამიანების საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაზე დასწრება, რომლებსაც ეს უფლება არ გააჩნიათ”, – განაცხადა ბარამიძემ.
პარლამენტში სუს-ის ყოველწიური ანგარიშის განხილვა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საჯარო მხოლოდ ანგარიშის წარდგენა იყო. მას შემდეგ რაც, მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სხდომა დაიხურა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 10, 2018 14:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


1,131
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics