გიორგი ბარამიძე: პრემიერი არ საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას აქვს

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ გიორგი ბარამიძის თქმით, პრემიერი კონცენტრირებული უნდა იყოს იმ რეალური პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ქვეყანას და საზოგადოებას აქვს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერი არ საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას აქვს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ლარის კურსი ახლა ბევრად უფრო მძიმედაა გაუფასურებული, ვიდრე მაშინ, როცა საქართველოს რუსეთთან კომფლიქტი ჰქონდა, რეალურად გაიზარდა უმუშევრობა, ფასებმა მოიმატა და ზოგადად ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ამას კვლევებიც ადასტურებს.

ვფიქრობ თავმოწონებისა და ტრაბახის ნაცვლად, პრემიერი კონცენტრირებული უნდა იყოს მდგომარეობის გაუმჯობესებასა და პრობლემების დაძლევაზე“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3982 ლარი გახდა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანი რჩება NDI-ს მეთოდოლოგია და მიზნები