გიორგი ბარამიძე: იმედია, მთავრობის უპასუხისმგებლო ქმედებები არ დაგვაშორებს კვლავ ამ პროცესს

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე იმედოვნებს, რომ მთავრობის „უპასუხისმგებლო“ ქმედებები კვლავ არ დააშორებს საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციის პროცესს.

მისი თქმით, ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს კორცხელში მომხდარი ინციდენტის მსგავსი ფაქტები.

„ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სასიხარულოა, რომ მიუხედავად ამდენი ხნის დაგვიანების შემდგომ, ახლა მაინც ხდება ის პროცესები, რომელიც გვაახლოებს, უკვე დღეებით, საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციასთან და ეს აუცილებლად მოხდება. ოღონდ, მთავრობამ კიდევ არ უნდა გადადგას კორცხელის და სხვა ასეთი ძალადობრივი ფაქტების მსგავსი ნაბიჯები, რომელიც ისევ დაგვაშორებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლო ქმედებები არ დაგვაშორებს კვლავ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, ამ პროცესს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაში“ყოველთვის გქონდეთ საქართველო თქვენს გონებაში”- მარგველაშვილის გზავნილი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს
შემდეგი სტატიავახტანგ ხმალაძე ვარაუდობს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების საკითხის ხვალინდელ სესიაზე განხილვა ვერ მოხერხდება