გიორგი ბარამიძე: გავრცელებული აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან დღე გამოქვეყნებული საუბრის ჩანაწერი დამონტაჟებულია.

როგორც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, ჩანაწერი არის სამი წლის წინანდელი და ერთი წლის წინანდელი საუბრის ჩანაწერების მონტაჟი.

„ივანიშვილს ნამდვილად ეს აღარ უშველის, რადგან ის ამ არჩევნებში დამარცხდება”, – განაცხადა ბარამიძემ.

რაც შეეხება კითხვას იყო თუ არა იმ პერიოდში ამ რევოლუციურ სცენარზე საუბარი ბარამიძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2”-ის აღებაზე როდესაც იყო საუბარი, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა „რუსთავი 2“- ის დაცვას.

მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების აუდიოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში დღეს გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ბატონმა ბიძინამ შეგვახსენა, რომ საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს მიაღწია
შემდეგი სტატია“საქართველომ სრულად რომ ისარგებლოს ხელშეკრულებით, უნდა მოვამზადოთ ქართული კომპანიები ექსპორტისთვის”