გიორგი ბარამიძე: ეს უკვე აღარ არის წიწილიანი კვერცხის სროლა

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ, პარლამენტს, ზაზა კედელაშვილის ოფისის დაცხრილვასთან დაკავშირებით, სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.

როგორც ბარამიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, გუშინ, დედოფლისწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაზა კედელაშვილის ოფისის დაცხრილვა, იმ პოლიტიკას გაგრძელებაა, რომელიც პარტიის წინააღმდეგაა მიმართული.

“ეს უკვე აღარ არის წიწილიანი კვერცხის სროლა, არც საღებავის სროლა სხვადასხვა ოფისზე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნორმალური ადამიანისთვის, მათ შორის, აქ მსხდომებისთვის, ეს საგანგაშო არ იყოს. ამიტომ მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პარტიულობისა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მავანმა და მავანმა ქვეყანაში მდგომარეობა იარაღის სროლის და სისხლისღვრისკენ არ წაიყვანოს. ჩვენ ამას ვუკავშირებთ იმ არასწორ პოლიტიკას, იმ რიტორიკას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იყო მომართული. ვინც ეს გააკეთა, ცხადია, იმას ითვალისწინებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმა დაუსჯელი რჩება“, – აღნიშნა ბარამიძემ.

დეპუტატმა აქვე სათანადო ორგანოებს აღნიშნული ფაქტის უსწრაფესად გამოძიებისკენ და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციაზე “თავისუფალი დემოკრატების” მიმართვის ტექსტს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: ჩვენ კი ვიცით, როგორ დავამარცხოთ ავტორიტარული რეჟიმები უსისხლოდ და მშვიდობიანი პროტესტით