გიორგი ბაჯელიძე სახელმწიფო ტენდერებში ღარიბაშვილის და ჯანყარაშვილის ინტერესებზე საუბრობს

გიორგი ბაჯელიძე სახელმწიფო ტენდერებში ღარიბაშვილის და ჯანყარაშვილის ინტერესებზე საუბრობს

timthumb300-500 მილიონამდე გაფლანგული თანხა – შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჯელიძე, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის დეტალებს გადაცემა არჩევანში ყვება.

მისი თქმით, კვლევის შედეგები საგანგაშოა.

„2014-2015 წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევის თანახმად დგინდება, რომ 300-დან 500 მილიონამდე თანხა უტვინობით, უნიათობით და კორუფციით დაიკარგა,“ – განაცხადა გიორგი ბაჯელიძემ, რომელმაც გადაცემაში კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა.

გიორგი ბაჯელიძე ბიძინა ივანიშვილისგან დროულ რეაგირებას ითხოვს. ის აცხადებს, რომ თუ „ბიძინა ივანიშვილმა არ მიაქცია ყურადღება, ამას არაფერი ეშველება“.

გიორგი ბაჯელიძემ კონკრეტულ საქმეებზე საუბრისას ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ზვიად ჯანყარაშვილის ინტერესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტენდერებში მუდმივად გამარჯვებული კომპანია დაგის უკან სწორედ მათი ინტერესები დგას.

ბაჯელიძის მტკიცებით, ხელისუფლება კონტრაქტებს მალავს და ამტკიცებს, რომ შესყიდვების ელექტრონულ გვერდზე არ იტვირთება კონტრაქტები სწორედ ამ კომპანიის და ღარიბაშვილის და ჯანყარაშვილის ინტერესების გამო.

„მაგალითად, რუხის სავაჭრო ცენტრი, პირდაპირ, ტენდერის გამოცხადების გარეშე, დაგს მისცეს 14-მილიონიანი პროექტი,“ – აცხადებს ბაჯელიძე.

ყველაზე რთულ უწყებებად შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი თბილისის მერიას, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებს, ტურიზმის დეპარტამენტსაც და რკინიგზას ასახელებს.

banner
წინა სტატიაში(video) თამარ ფხოველიშვილი: მოპარული ხალხის ფულის უკან ცაბუტაშვილი, ჯანყარაშვილი და ღარიბაშვილი დგანან
შემდეგი სტატიათურქეთში აფეთქდა ვეტმფრენი, სადაც მაღალჩინოსანი სამხედროები ისხდნენ